Monday, March 14, 2016

ინტელის სასწავლო პროექტის შემაჯამებელი რეფლექსია

   



    ინტელის სასწავლო პროექტი მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში. გავეცანით რვა მოდულს. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში შევისწავლეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის. გავეცანითკომპიუტერული ტექნოლოგიები როგორ დაგვეხმარება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში,როგორ შეიძლება ტექნილოგიების გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა შესაფასებლად.
       პროექტებით სწავლების პერიოდში გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, როგორ მოვამზადოთ და გამოვცეთ სტადია პროექტის შესაბამის თემაზე. პროექტის დაგეგმვისათვის შევიმუშავე შესაბამისი სტანდარტი, ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები, მოვახდინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,შევადგინე შეფასების ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისათვის, განვსაზღვრე დრო პროექტზე მუშაობისათვის. განვიხილეთ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა უკუკავშირი. შევისწავლეთ რომ სტანდარტის შედეგების მისაღწევად საჭიროა იდეების გაზიარება, საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა, გამოყენება, ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტების შექმნა, ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის,კომუნიკაციისა და თნამშრომლობისთვის, მოვახდინეთ სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებული და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად. მოვახდინეთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის ნიმუშის დემონსტრირება. შევადგინეთ მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმები.
        განვიხილეთ მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე, ამ მოდულის შესწავლის დროს ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებზე. შევქმენით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშეწყობის შეფასების ფორმები, დამატებითი დამხმარე მასალები. შევისწავლეთ როგორ შეიძლება შევცვალოთ პროექტის გეგმა სხვადსხვა დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.
        განვიხილეთ კითხვის დასმის სტრატეგიები, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად, როგორ შევქმნათ დამხმარე მასალები, მათი განხორციელების სტრატეგიები. ბოლოს შევისწავლეთ როგორ მოვამზადოთ პროექტი წარსადგენად.




Tuesday, October 7, 2014

სასწავლო პროექტი ბიოლოგიაში


  1. პროექტის სახელწოდება: ნარკოტიკის მავნე როლი ადამიანის ცხოვრებაში
  2. პროექტის მთავარი იდეა: დღევანდელ ცხოვრებაში ალკოჰოლისადმი მოთხოვნა და მიდრეკილება საგრძნობლად გაიზარდა, რამაც გამოიწვია პათოლოგიური დაავადებები, სხვადასხვა ორგანოთა ფუნქციების მოშლა და სიკვდილიანობა.
  3. პროექტის აქტუალობა: მეცნიერულმა კვლევებმა გვიჩვენეს,რომ ნარკოტიკი უარყოფით გავლენას ახდენს თავის ტვინზე, გულსისხლძარღვთა სისტემაზე, სხვადასხვა ორგანოებზე, იწვევს ადამიანის დეგრადირებას და ხდის მასზედ დამოკიდებულს. ნარკოტიკი დამანგრევლად მოქმედებს განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, არღვევს მათ იმუნოსისტემას, ფსიქიკას, იწვევს იმპოტეციას და სხადასხვა დაავადებებს.
  4. პროექტის მიზნები: ახალგაზრდების ინფორმირება ნარკოტიკების მავნე ზემოქმედების შესახებ.
  5. მონაწილეთა ასაკი: 8 კლასი
  6. ვადები: 7-8 დღე
  7. მოსალოდნელი შედეგები: სასკოლო კონფერენციის მოქყობა, რომელზედაც მოვიწვევთ მშობლებს და სასკოლო გაზეთის გამოშვება (ანტინარკოტიკყლი შინაარსით).
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სამედიცინო ენცკლოპედია, ინტერნეტი, ბუკლეტები.
  9. პროექტის მსვლელობა: კლასს ვყოფ 3 ჯგუფად. პირველი ჯგუფი იძიებს ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით თემის ირგვლივ. მეორე ჯგუფი მუშაობს სამედიცინო ენციკლოპედიაზე და აგროვებენ ბუკლეტებს. მესამე ჯგუფი იწვევს სტუმრებს.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია VIII 1. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესისმნიშვნელობა.2. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. 3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი დაშეფასება.
  11. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ფხაკაძე
  12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nino.fkhakadze@gmail.com

Tuesday, September 30, 2014

გამარჯობა

როგორ ხართ მეგობრებო
რა კარგია მინდა დათვალიერებაAdd caption

ერთი დღის გატარება მთელი ცხოვრებააAdd caption